Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია სასწავლო პროცესის ვადებთან დაკავშირებით

ძვირფასო სტუდენტებო,

 

იურიდიული ფაკულტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს.

 

გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია სასწავლო პროცესის ვადებთან დაკავშირებით:

  • გაცნობებთ, რომ ბაკალავრიატის სალექციო მეცადინეობების ცხრილი განთავსდება ფაკულტეტის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, 17:00 საათზე, ხოლო სალექციო ნაკადების არჩევას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ 18 სექტემბერს, 17:00 საათიდან;
  • სტუდენტთა მოთხოვნისა და საფაკულტეტო რესურსების გათვალისწინებით საგნებზე ადგილები დაემატება - 19 სექტემბერს 15:00 საათზე;
  • სამუშაო ჯგუფების (სემინარები) ცხრილი ვებ. გვერდზე განთავსდება - 25 სექტემბერს 17:00 საათზე, ხოლო სამუშაო ჯგუფებზე (სემინარები) რეგისტრაცია დაიწყება - 27 სექტემბერს 17:00 საათიდან;
  • უცხო ენებს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ირჩევენ სამუშაო ჯგუფებთან (სემინარები) ერთად 27 სექტემბერს 17:00 საათზე.
  • მაგისტრატურის საფეხურის სალექციო ნაკადების ცხრილი ვებგვერდზე განთავსდება 25 სექტემბერს 17:00 საათზე, ხოლო საგნებზე რეგისტრაციას შეძლებენ 27 სექტემბერს 13:00 საათზე.
  • დოქტორანტურის საფეხურის სალექციო ნაკადებზე რეგისტრაცია დაიწყება 25 სექტემებრს 15:00 საათიდან.
  • გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება - „prior in tempore, potior in iure“ (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი). ბაზაში ყველა სალექციო დისციპლინა გაიხსნება ერთდროულად. ამასთან, არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე ან სასემინარო ჯგუფში რეგისტრაციის გარეშე.
  • თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, ასევე, აკადემიური რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ მხოლოდ UNI.TSU.GE შეტყობინებების კატეგორიიდან - ,,აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“.

 

იურიდიული ფაკულტეტი მოგმართავთ თხოვნით, გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის (უპირატესად ტელეფონის ნომრის) სისწორე, რათა შეძლოთ ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფომაციის დროული მიღება;

 

მიაქციეთ ყურადღება, სამართლის საბაკალავრო პროგრამაში შევიდა ცვლილება: საჯარო სამართლის მიმართულებაზე დაემატა სავალდებულო საგანი ,,ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი“, რომელიც 2023 წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის გახლავთ სავალდებულო.

 

სტუდენტებს, რომელთაც სურთ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე ქულის გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნულის შესახებ შეუძლიათ მოგვმართონ ასევე UNI.TSU.GE ბაზიდან, კატეგორია - ,,საგნის გაუმჯობესება“ მიმდინარე წლის 18 და 19 სექტემბრს. გთხოვთ, თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ გასაუმჯობესებელი საგნისთვის საჭირო კრედიტი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი. თქვენი განცხადებები დამუშავდება და დისციპლინა ინდივიდუალურ ცხრილში აისახება არაუგვიანეს 25 სექტემბრისა.

ასევე, დამატებით სემესტრზე რეგისტრაციის მსურველმა სტუდენტებმა არაუგვიანეს 23 სექტემბრისა უნდა მოიწეროთ UNI.TSU.GE, კატეგორიიდან „დამატებით სემესტრზე რეგისტრაცია“. განცხადებაში აუცილებელია მიუთითოთ სასურველი კრედიტების რაოდენობა.

პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია ბმულზე.

 

სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო დისციპლინების არჩევა, რეგისტრაცია დაიწყება - 20 სექტემბერს 15:00 საათზე.

 

 

 

იურიდიული ფაკულტეტი წარმატებულ სემესტრს გისურვებთ!

თსუ იურიდიული ფაკულტეტი - უმაღლესი იურიდიული განათლების საუკუნოვანი ტრადიცია

თარიღი: 02/09/2024